კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადაზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადაზე!

მოხარულნი ვართ გაცნობოთ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ფიზიკის ბალტიისპირეთის ოლიმპიადაზე (Nordic-Baltic Physics Olympiad 2025), რომელიც 25–27 აპრილს გაიმართა ესტონეთში, ქალაქ ტალინში.

ოლიმპიადაში მონაწილეობდა ხუთი კომაროველი მოსწავლე: ალექსანდრე  ათანასოვი, ნიკოლოზ ბიჭიაშვილი, ცოტნე გიორგაძე, ირაკლი მექვაბიშვილი და ნიკოლოზ შამუგია.

გუნდის ლიდერები: ნიკოლოზ მალცევი და გიორგი გრიგოლია.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ირაკლი მექვაბიშვილმა და ცოტნე გიორგაძემ.

ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადა იმართება 1992 წლიდან და წარმოადგენს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ მნიშვნელოვან ეტაპს.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობდა 10 ქვეყნის 106 მოსწავლე. ოლიმპიადაში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

კომაროვის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, მადლობას უხდის პროექტში მონაწილეობის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!

 


ზემოთ